“ივანიშვილს თუ რამის თავი აქვს, შემომიშვას ქვეყანაში და თანაბარ კონკურენციაში შემოვიდეს“ - კვირის პალიტრა

“ივანიშვილს თუ რამის თავი აქვს, შემომიშვას ქვეყანაში და თანაბარ კონკურენციაში შემოვიდეს“

ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირ ეთერში ჩართვისას, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კვლავ ბიძინა ივანიშვილი და მისი მმართველობა გააკრიტიკა და ჟურნალისტის შეკითხვაზე - იმ შემთხვევაში, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ეს პროცესიც მიხეილ სააკაშვილის გარეშე ჩაივლის? როდის უნდა ველოდოთ ყოფილი პრეზიდენტის დაანონსებულ ჩამოსვლას? მან ასეთი პასუხი გასცა:

"მაშინ ჩამოვალ, როცა ჩემს ქვეყანას დასჭირდება და როცა ქართველი ხალხი ამას მოისურვებს! ამას ყველა დავინახავთ, ეს არ არის მიბმული საარჩევნო კალენდარზე. ქართველ ხალხს ვერავინ უნდა დააჯდეს თავზე და მისი დამცირების მცდელობაც კი ვეღარავინ უნდა გაბედოს! ეს მახინჯი რომ გვეუბნება, სიღარიბეს შეეგუეთო, არ შევეგუებით!" - განაცხადა სააკაშვილმა.

"ტვ პირველის" ეთერში კი აღნიშნა:

"ივანიშვილს თუ რამის თავი აქვს, შემომიშვას ქვეყანაში და თანაბარ კონკურენციაში შემოვიდეს. მე ჩემს გუნდთან ერთად, ქართული სახელმწიფოს შემქმნელი ვარ, ეს არარაობა კი - ქართული სახელმწიფოს დამსამარებელი."

იხილეთ ვიდეო: