"ახლა რომ გუნდს გაუჭირდეს და შემოვბრუნდე, გაუგებარი იქნება. უახლოესი 4-5 წელიწადი "ქართულ ოცნებას" არაფერი მოუვა"
"ახლა რომ გუნდს გაუჭირდეს და შემოვბრუნდე, გაუგებარი იქნება. უახლოესი 4-5 წელიწადი "ქართულ ოცნებას" არაფერი მოუვა"
„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ არ აპირებს პოლიტიკაში კიდევ ერთხელ მობრუნებას.

როგორც ივანიშვილმა განაცხადა, მან თავისი გამოცდილებით გუნდთან ერთად უკვე ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და კიდევ ერთხელ რომ დაბრუნდეს, გაუგებარი იქნება.

„მე რაც შემეძლო, ჩემი ჩვევებით, ჩემი გამოცდილებით გუნდთან ერთად, გავაკეთე. სწორედ შემდგარ, სოლიდურ გუნდს, ერთფეროვანს და ერთგვაროვანს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, უკვე გამოცდილს და არა ისეთს, რომელიც მე დავტოვე ერთი წლის შემდეგ, რაც კი ჩემგან შეიძლებოდა
მიეღო, მიიღო. ახლა რომ გუნდს გაუჭირდეს და მე შემოვბრუნდე, ეს გაუგებარი იქნება. რაც შემეძლო, გავაკეთე და ახლა რაღაზე მივდივარ? თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორედ ვერ გავაკეთე და თუ სწორედ ვერ გავაკეთე, უკან რაღატო უნდა გავიქაჩო? მარტივი თემაა - ე.ი. ვერ გავაკეთე კარგად. ვამბობ,
რომ რაც შემეძლო მე ჩავდე. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გუნდია, მთელმა გუნდმა იმუშავა. რაც შემეძლო, ჩავდე და გავაკეთე, თუ ამან არ იმუშავა, მაშინ რა პრეტენზია უნდა მქონდეს, რომ უკან შემოვბრუნდე. თუ ერთხელ ვერ გავაკეთე, მეორედ რატომ გავაკეთებ“,- განაცხადა ივანიშვილმა „თავისუფალ ხედვასთან“ ინტერვიუში.

ამასთან, კითხვაზე, რა იქნება მისი ბოლო კონსულტაცია „ქართული ოცნებისადმი“, ივანიშვილი ამბობს, რომ თუ მმართველი გუნდის წევრები მოახერხებენ, რომ ერთმანეთთან საქმის გარკვევა არ დაიწყონ, პრობლემა არ ექნებათ. მისივე აზრით, „ქართულ ოცნებას“ 4-5 წლის განმავლობაში „არაფერი მოუვა“.

„ჩემი თხოვნაა, რომ თუ ისინი მოახერხებენ, რომ ერთმანეთში არ დაიწყონ საქმის გარკვევა, თუ მოახერხებენ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში შეიკრიბონ და კამათში საღი აზრი ჩამოაყალიბონ, გარწმუნებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი პრობლემა არ ექნება. ერთადერთი ეჭვი ეს მაქვს, თუ ეს ვერ მოახერხეს და ერთმანეთში დაიწყეს საქმის გარკვევა, მაშინ შეიძლება შედეგი გაუარესდეს, თუმცა, თუ ჩემი შეფასება გაინეტერესებთ, უახლოეს 4-5 წელიწადი „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა და აბსოლუტურად ჯანსაღად გააგრძელებს თავის მოღვაწეობას“,- განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები