"კობახიძე, ანუ ბრეჟნევი, რომ მიუშვა, ყველა თანამდებობას შეითავსებს" - კვირის პალიტრა

"კობახიძე, ანუ ბრეჟნევი, რომ მიუშვა, ყველა თანამდებობას შეითავსებს"

"მარტო კალაძის არა, პრემიერად თალაკვაძის კანდიდატურაც განიხილებოდა", - ამის შესახებ პარტია "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პრემიერის შეცვლა გაზაფხულს არ გადასცდება.

"მაგრამ საქმე იმაშია, რომ:

კალაძეს პოლიტიკური განათლება არ ჰყოფნის, მარტო პიარით კი, ქვეყანას ვერ მართავ. მითუმეტეს, რომ ივანიშვილის პირობებშიც, 2020 წლის არჩევნებზე დედაქალაქი პირწმინდად წააგო. თუმცა კალაძეს მართლა ჰყავს თავი გუნდი და აქვს ამბიცია.

გახარიას არც გუნდი ჰყავს და ახლა უკვე აღარც ბიძინა და მათ ხელშია დარჩენილი, ვინც პარლამენტშიც და ფინანსურ დაჯგუფებებშიც ძალაუფლებას ფლობს. თუმცა, თუ სითამამე ეყოფა და 5-6 მინისტრის გამოცვლას მოახერხებს, მისი ჩაჩოჩება უკვე ძნელი იქნება.

კობახიძე, ანუ ბრეჟნევი, რომელიც რომ მიუშვა, ყველა თანამდებობას შეითავსებს, პარტიის თავმჯდომარისაც, პარლამენტისაც და პრემიერობასაც. კობახიძე - მსახური, ვისშიც ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ტელეფონს ისე არასოდეს გაუთიშავს, რაც კვირიკაშვილმა "გაუბედა". სამაგიეროდ მე გავუთიშავო, დაგვპირდა თავად...

და დანარჩენები... ვინც საქვეყნო საქმის კეთება არა, სამაგიეროდ გადასარევად იცის საკუთარი ჯიბის მსახურება და ბელადის (დროს და პარტიას რა მნიშვნელობა აქვს)მონური მორჩილება.

აი ეს არის ის ე.წ. გუნდი, რომელიც ივანიშვილმა დატოვა. მოკლედ, ქვეყანა, ხალხია ცოდო, თორემ ძალიან "საინტერესო" პერიოდში შევდივართ... გველოდება საშინელი კრიზისი და პარალელურად: პრემიერის შეცვლა გაზაფხულს არ გადასცდება. ხოლო რადგან კალაძე - კობახიძის პირველი ამოცანა, სწორედ გახარიას გაშვებაა,ამიტომ არ არის გამორიცხული კომპრომატების ომი დაიწყოს.

ივანიშვილმა "ქართული ოცნება" და მისი ამომრჩეველი კი ისე გაწირა, რომ პარტიას კობახიძის სახით მესაფლავე დაუნიშნა. რასაც კობახიძე მართლა გადასარევად შეასრულებს. თავად ივანიშვილი, მთავარი გამშველებელი, მართლა ვეღარ იქნება, რადგან პოლიტიკიდან კონკრეტული ორი გარანტიის მიღების შემდეგ გავიდა/გაიყვანეს", - წერს ჭიჭინაძე.