მიქაელ ამბარცუმიანი: "საქართველომ სომხეთის მიმართ სწორი და და დაბალანსებული დამოკიდებულება გამოხატა" - კვირის პალიტრა

მიქაელ ამბარცუმიანი: "საქართველომ სომხეთის მიმართ სწორი და და დაბალანსებული დამოკიდებულება გამოხატა"

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის ყოფილმა მოვალეობის შემსრულებელმა მიქაელ ამბარცუმიანმა მთიან ყარაბაღში შექმნილ სიტუაციაზე რუსულ "მეხუთე არხთან" ისაუბრა, შეაფასა როგორც ომის წინ არსებული ვითარება, ისე ომის დროს მომხდარი მოვლენები და ომისშემდგომი მდგომარეობა.

მიქაელ ამბარცუმიანის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ნიკოლ ფაშინიანს ყოველდღიურად აწვდიდა ანალიტიკურ ინფორმაციას, რომელსაც უწყება ამზადებდა როგორც თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის, ასევე საკუთარი დახურული ოპერატიული წყაროების საფუძველზე: "ჩვენ ჯერ კიდევ ზაფხულში მივაწოდეთ ინფორმაცია ნიკოლ ფაშინიანს, რომ აზერბაიჯანი თურქულ დრონებს - "ბაირახტარებს" იმარაგებდა", - ამბობს ინტერვიუში ყოფილი მაღალჩინოსანი.

მიქაელ ამბარცუმიანის თქმით, "არასწორია ის შთაბეჭდილება, რომ ჩვენ რეგიონში თითქოსდა მარტო დავრჩით. ჩვენი მეზობლები - საქართველო და ირანი სომხეთს, სომეხ ხალხს ძალიან აფასებენ და უყვართ, განსაკუთრებით რუსეთს. ეს განპირობებული არ არის არც ნიკოლ ფაშინიანით და არც ყოფილი პრეზიდენტით. ეს განპირობებულია იმით, რომ ამ ქვეყნებში კარგად იციან - სომხები შემოქმედებითი ხალხია და საფრთხეს არავის უქმნიან. ის რაც ჩვენთვის რუსეთმა გააკეთა, სომხებმა არასდროს არ უნდა დაივიწყონ, სადაც არ უნდა იყონ ისინი - ამერიკაში, ევროპაში თუ ავსტრალიაში. ამას მე ვამბობ ადამიანი, რომელმაც კარგად ვიცი სიტუაცია. რომ არა რუსეთის დახმარება, შედეგები უფრო ცუდი იქნებოდა. რაც შეეხება საქართველოს და ირანს, ამ ქვეყნებმა სწორი და დაბალანსებული დამოკიდებულება გამოხატეს. არ უნდა დავივიწყოთ საფრანგეთის პოზიციაც. არის ფაქტები, რომლის გახმიანება არ შემიძლია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სომხეთის მიმართ აწონილ-დაწონილი და დადებითი მიდგომა გამოიხატა". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ