"ამ შეთანხმებას თუ ელჩების თანდასწრებით "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს, ჩვენ პარლამენტში შევალთ" - რა შემთხვევაში შევა ალეკო ელისაშვილი პარლამენტში, ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა:
"თამამად ვამბობ, პარლამენტში შევალთ, თუ "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, ჩვენთვის პოლიტიკური ფასი არის ის საკითხები, რაც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს - პოლიტპატიმრების საკითხი, საარჩევნო სისტემის, ადმინისტრაციის, კანონმდებლობის ფუნდამენტური ცვლილება. თუ ამაზე წამოვლენ, ამ შეთანხმებას ხელს მოვაწერთ და პარლამენტში შევალთ. შეთანხმება ელჩების თანდასწრებით უნდა დაიდოს"
- განაცხადა ელისაშვილმა.
იხილეთ ვიდეო:
იყავი პირველი!