"არავინ ითვლის მათხოვარი ივანიშვილის ფულს, რომელსაც ლობიოს ჭამისგან თავ-ღრანჭი ჰქონდა ამომწვარი" - კვირის პალიტრა

"არავინ ითვლის მათხოვარი ივანიშვილის ფულს, რომელსაც ლობიოს ჭამისგან თავ-ღრანჭი ჰქონდა ამომწვარი"

"ტვ პირველის" ეთერში სტუმრობისას, ინგა გრიგოლიას შეკითხვაზე - თუ რატომ ითვლის ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ფულს, შალვა ნათელაშვილმა უპასუხა:

"არა, არავინ ითვლის ივანიშვილის ფულს! მათხოვარი ივანიშვილის ფულს, რომელსაც ლობიოს ჭამისგან თავ-ღრანჭი ჰქონდა ამომწვარი, როგორც ნოდარ დუმბაძე წერს. რაში მაინტერესებს? მაგან წაიღო ყველას და ყველაფრის ფული! მან გააჩერა წარმოება, ბიზნესი, ქვეყანა დააპაუზა!" - განაცხადა ნათელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: