გია ვოლსკი განმარტავს, რას ნიშნავს ივანიშვილის "არ დამირეკოთ"
გია ვოლსკი განმარტავს, რას ნიშნავს ივანიშვილის "არ დამირეკოთ"
"არ დამირეკოთ" ნიშნავს, რომ პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში თქვენ იმდენად დამოუკიდებელი უნდა იყოთ, რამდენადაც ეს სახელმწიფოსა და პოლიტიკურ გუნდს სჭირდება, მეორეც - აქ პატარა არავინაა, – ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერ გია ვოლსკი "ქართული ოცნებიდან" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მან "ქართული ოცნების" წევრებს სთხოვა, კონსულტაციებისა და რჩევებისთვის არ დაუკავშირდნენ.

ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ გუნდში პოლემიკა ყოველთვის წახალისებული იყო.

"რა საკვირველია, გუნდმა ეს ტრადიცია არ უნდა
მოიშალოს, თუკი ამის წამხალისებელი და მთავარი მამოძრავებელი პოლიტიკურ გუნდში აღარ იქნება. "არ დამირეკოთ" ნიშნავს, პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში თქვენ უნდა იყოთ იმდენად დამოუკიდებელი, რამდენადაც ეს სჭირდება სახელმწიფოსა და პოლიტიკურ გუნდს. მეორეც, აქ პატარა არავინაა. წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სტაბილური მძლავრი გუნდი, რომელსაც შეუძლია გამოწვევებს დაუპირისპირდეს. კრიზისულმა სიტუაციამ
გვაჩვენა, თუ რა შეუძლია გუნდს, როდესაც ერთად მოქმედებს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და დარგების ხელმძღვანელები", - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძნა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" წევრებთან პოლიტიკურ თემაზე ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება. "გუნდთან რამდენჯერმე გავიმეორე, ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ნუ დამირეკავთ და ნუ დამისვამთ რჩევისთვის შეკითხვებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები