"სასაცილოა, როდესაც ოპოზიციის სისუსტეზე ლაპარაკობს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებში დამარცხდა"
"სასაცილოა, როდესაც ოპოზიციის სისუსტეზე ლაპარაკობს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებში დამარცხდა"
ბიძინა ივანიშვილი მართლა წავა თუ არა, მის მიერ შექმნილი სისტემა რჩება და ამ სისტემის დემონტაჟი აუცილებელია, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წევრი, აკაკი ბობოხიძე, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს და მის პოლიტიკიდან წასვლას.

როგორც ბობიხიძე აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის რეალურად წასვლით, ოპოზიციას ამოცანები გაუმარტივდება.

"სასაცილოა, როდესაც ოპოზიციის სისუსტეზე ლაპარაკობს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებში დამარცხდა. ოპოზიციას ხმა მისცა საქართველოს მოსახლეობამ. ამ ოპოზიციაში არის თუ არა ბიძინა ივანიშვილისთვის მოსაწონი ძალები,
ამას არ წყვეტს ბიძინა ივანიშვილი, ამას წყვეტს ის ამომრჩეველი, რომელიც თავისი გემოვნების მიხედვით აძლევს ხმას.

ჩვენ არ ვებრძოდით ბიძინა ივანიშვილს, როგორც ინდივიდს და როგორც ერთ, კერძო კაცს, ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ვებრძვით როგორც პოლიტიკურ მოვლენას.

ბიძინა ივანიშვილი მართლა წავა თუ არა, მის მიერ შექმნილი სისტემა რჩება
და ამ სისტემის დემონტაჟი აუცილებელია. ასე, რომ ამოცანები პოლიტიკური ოპოზიციისათვის, ჩემი აზრით, არ იცვლება.

ბიძინა ივანიშვილი, როგორც პოლიტიკური მოვლენა უნდა დამარცხდეს სისტემის დამარცხების სახით, ოღონდ თუ ბიძინა ივანიშვილი მართლა წავა, ეს უბრალოდ ამოცანებს გაგვიმარტივებს. ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ მისი სურვილით დალაგდეს ოპოზიციაც და პოზიციაც. ოპოზიცია არ არის "ნაციონალურ მოძრაობას" აყოლილი. ქართველი ხალხის ძალიან დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ოპოზიციაშიც ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს "ნაციონალურ მოძრაობას" და ეს არ არის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი", - განაცხადა ბობოხიძემ.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები