"ეს "ექიმები" უნდა დაალოქდაუნო ზუსტად ისე, როგორც სხვების დალოქდაუნებას ითხოვენ - ასობით ათასი ადამიანი დარჩა ვალებში " - კვირის პალიტრა

"ეს "ექიმები" უნდა დაალოქდაუნო ზუსტად ისე, როგორც სხვების დალოქდაუნებას ითხოვენ - ასობით ათასი ადამიანი დარჩა ვალებში "

"ეს ადამიანები, კრებსითად "ექიმებს" რომ ეძახიან, ვისი რეკომენდაციებითაც ასობით ათასი ადამიანი დარჩა ვალებში და შემოსავლის გარეშე, უნდა დაალოქდაუნო ზუსტად ისე, როგორც სხვების დალოქდაუნებას ითხოვენ", - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნულით თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება.

ცერცვაძის თქმით, საქართველოში რბილი "ლოქდაუნია" და რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.

"უნდა დატოვო შემოსავლის გარეშე, ვისაც აქვს - დაუხურო ბიზნესი, აუკრძალო გადაადგილება, მისცე 200 ლარიანი შემწეობა და ა.შ. და სამი თვის მერე დაიწყო მათი რეკომენდაციების მოსმენა. შარშან გაზაფხულზე უნდა გაკეთებულიყო ეს, მაგრამ ახლაც ღირს დაწყება და მათ ქცევაზე დაკვირვება", - წერს ჯაფარიძე.