"სახელმწიფო დროშის სიმბოლოში თავმოყრილია ჩვენი წარსული და ძალა ჩვენი მომავლისა!"
"სახელმწიფო დროშის სიმბოლოში თავმოყრილია ჩვენი წარსული და ძალა ჩვენი მომავლისა!"
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე ორბელიანების სასახლიდან მიულოცა, სადაც დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.

"გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! მინდა ეს დღე მივულოცო ახალგაზრდებს, ბავშვებს, ყველას, ვინც უკვე 30 წელია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის ქვეშ ცხოვრობს; ვისაც არ ახსოვს ის დრო, როცა ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნის დროშა ფრიალებდა - ეს უდიდესი ბედნიერებაა! საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სიმბოლოა!

ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენს ჯარს! ჯარს,
რომელიც სწორედ ამ დროშის ქვეშ იცავს ჩვენს ტერიტორიას, ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რომელიც საზღვარგარეთ, საერთაშორისო მისიებში ამაყად ატარებს ამ სიწმინდეს!

ეს დღე მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ემიგრაციას და საელჩოებს. მინდა ეს დღე მოგილოცოთ თქვენ, პოლიციელებო, მაშველებო, მეხანძრეებო, ექიმებო, მედპერსონალო! მივულოცო
ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ პროფესიონალს, რომელიც დღეს იცავს ჩვენს საზოგადოებას, ეს მართლაც უდიდესი ღვაწლია ამ ქვეყნისთვის და ეს დროშა ამის სიმბოლოცაა!

მინდა ყველას მოგიწოდოთ ამ დროშის პატივისცემისკენ, რამეთუ, დროშის პატივისცემა ჩვენი თავის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების პატივისცემაა. ამ ერთ სიმბოლოში თავმოყრილია ჩვენი წარსული და ძალა ჩვენი მომავლისა! ამიტომ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

მინდა მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშის დღე და მოგილოცოთ ასევე, ძველით ახალი წელი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

დამკვირვებელი
14 იანვარი 2021 17:02
რას ლაპარაკობთ ქ-ნო პრეყიდენტო? იქნებ თქვენ თვითონ გაერკვეთ კარგად სიმბოლოებში. და ჯარს რომ ულოცავთ ამ დღეს, იქნებ დაგავიწზდათ, რომ ჯარი და არმია არ გვზავს და არც გვეზოლება? ეს მე ვთქვი თუ თქვენ?! ზველა ქართველი დიდი სიამოვნებით დაივიწყებს თქვენი პრეზიდენტობის ხანას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები