გიგლა ბარამიძემ პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" დატოვა - კვირის პალიტრა

გიგლა ბარამიძემ პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" დატოვა

გიგლა ბარამიძემ პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"მსურს გაცნობოთ, რომ ჩემი მოღვაწეობის ერთი ეტაპი დასრულდა. მე დავტოვე პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" და გენერალური მდივნის თანამდებობა. მადლობა ჩემს კოლეგებს. ყველას გულით ვუსურვებ წარმატებებს. წინ საინტერესო დრო გველის", - წერს ბარამიძე.