"საგანგაშო არაფერია, მაგრამ ცხოვრების არაადამიანური რეჟიმით დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გადაუდებელი გახდა" - კვირის პალიტრა

"საგანგაშო არაფერია, მაგრამ ცხოვრების არაადამიანური რეჟიმით დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გადაუდებელი გახდა"

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, გარკვეული პერიოდით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება უწევს, რაც ჯანმრთელობას უკავშირდება.

უსუფაშვლის განცხადებით, ბოლო თვეებში სრული დატვირთვით მუშაობას ვეღარ ახერხებდა და ვერც მძიმე პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებაში იაქტიურა სათანადოდ.

"მეგობრებო,გარკვეული ხნით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს. საგანგაშო არაფერია, მაგრამ ცხოვრების არაადამიანური რეჟიმით დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გადაუდებელი გახდა.

ბევრმა იცით, რომ ბოლო თვეებში სრული დატვირთვით მუშაობას ვეღარ ვახერხებდი. ვერც მძიმე პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებაში ვიაქტიურე სათანადოდ და ამით ბევრს იმედი გაგიცრუეთ.

ეს, და კიდევ 30 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფოს ფეხზე ვერ დაყენებაში ჩემი წილი პასუხისმგებლობის განცდაა ის მთავარი სტიმულატორი, რომელიც მწყობრში მალე დაბრუნებას და საქმეში ბოლომდე დახარჯვას შემაძლებინებს.

"ჩვენი მოწყენილი კარგი ქვეყნის" მალე გახარებას გისურვებთ!", - წერს უსუფაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“.