"მე გამომაცხადეს ფსიქიკურად შერყეულად.დღეს ყველა აღიარებს, რომ ეს არის ყველაზე ლამაზი დროშა მსოფლიოში" - კვირის პალიტრა

"მე გამომაცხადეს ფსიქიკურად შერყეულად.დღეს ყველა აღიარებს, რომ ეს არის ყველაზე ლამაზი დროშა მსოფლიოში"

დღეს საქართველოში დროშის დღე აღინიშნება. აღნიშნულ ფაქტს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"დღეს არის საქართველოს ეროვნული დროშის დღე. როდესაც ეს დროშა, პირველად გამოვაცხადე იუსტიციის სამინისტროს დროშად და თბილისის საკრებულოსი, 80-% იმ ადამიანების, ვინც ახლა უკანონოდ რჩება საქართველოს ხელისუფლებაში, ჩემზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები... მე გამომაცხადეს საზოგადოების წესრიგის დამრღვევად, ფსიქიურად შერყეულად.დღეს ყველა აღიარებს, რომ ეს არის ყველაზე ლამაზი დროშა მსოფლიოში - ყოველ შემთხვევაში ჩვენ ქართველები ასე ვთვლით" - წერს სააკაშვილი

წყარო