"არ არის საინტერესო, ვინ ზის მგზავრის სავარძელში. საინტერესოა, ვინ ზის მართვის პულტთან და ვის აქვს საჭე ხელში" - კვირის პალიტრა

"არ არის საინტერესო, ვინ ზის მგზავრის სავარძელში. საინტერესოა, ვინ ზის მართვის პულტთან და ვის აქვს საჭე ხელში"

"არ არის საინტერესო, ვინ ზის მგზავრის სავარძელში. საინტერესოა, ვინ ზის მართვის პულტთან და ვის აქვს საჭე ხელში. თუ ეს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მუდმივად იქნება იმით დაკავებული რას იზამს ბიძინა, ვინ რა ნაბიჯს გადადგამს უმრავლესობაში, ისინი მუდმივად იქნებიან მგზავრის სკამზე დაბანაკებულები და სხვას ექნება მართვის საჭე. უნდა გადაინაცვლონ და მართვის საჭე აიღონ ხელში , - ამის შესახებ "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები 2020-ის ნოემბრის დღის წესრიგზე ფიქრის ნაცვლად, როგორ შევიდნენ პარლამენტში, მომდევნო 3, 6, 9 თვის სამოქმედო გეგმებზე უნდა ფიქრობდნენ.

"მითუმეტეს, რომ ვიცით თვითმმართველობის არჩევნები ყველა ვარიანტში გვექნება. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იქნება თუ არ იქნება, ეს თავიდან ბოლომდე იმაზე იქნება დამოკიდებული, გარეთ მყოფი ოპოზიციური სპექტრი რამდენად მოახერხებს, რომ დამაჯერებელი იყოს, საინტერესო პლატფორმები შესთავაზოს მოსახლეობას, რომ თავად უმრავლესობაში მყოფ ძალას იმ მასშტაბის დისკომფორტი შეუქმნას, ისინი იძულებულები გახდნენ რიგგარეშე არჩევნებზე წავიდნენ.

დღეს რომ ვიყო ამ ადამიანების ადგილზე, ჩემთვის ეს თემა უკვე დახურული და დასრულებული იქნებოდა. მართალია, ყველა ვინც პარლამენტში შევა, საყოველთაო განკითხვის რეჟიმში აღმოჩნდება, ეს განკიცხვა გრძელვადიანი იქნება. მე მეგონა ეს თემა დაიხურებოდა და ახალი წლის შემდეგ ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ახალ დღის წესრიგს შემოგვთავაზებდა. ახლა იხსნება პოლიტიკური სეზონი და იმედს ვიტოვებ, რომ ამ ახალ დღის წესრიგს ვნახავთ. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ არ შესვლა არასწორი იყო, დღესაც ასე ვარ დარწმუნებული. საჭიროა, მძლავრი ახალი პლატფორმა შესთავაზოს ოპოზიციურმა სპექტრმა იმისთვის, რომ შემდეგი თვეები პოლიტიკური ცხოვრება არ მოკვდეს და პარლამენტს მიღმა გაჩნდეს უმრავლესობის იძულების მექანიზმები. ისინი უნდა მოემზადონ, იმისთვის, რომ კატასტროფული მარცხი აწვნიონ "ქართულ ოცნებას", რადგან, როგორც ვხედავთ, თანასწორ ბრძოლაში ისინი სხვადასხვა უკანონო მეთოდების გამოყენებით ყოველთვის გამარჯვებულები აღმოჩნდებიან. ბიძინა ივანიშვილის წასვლა, თუ ის მართლა წავიდა, ეს აუცილებლად იქნება "ქართული ოცნების" რღვევის მორიგი დასაწყისი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

იხილეთ ვიდეო: