"კისერიც გიტეხიათ ქართველებოო" - ბოსტანში წავიდა იმპერატორი​ დიოკლეტიანე, ბიძინაც დიოკლეტიანეს სახეობაა საქართველოში"
"კისერიც გიტეხიათ ქართველებოო" - ბოსტანში წავიდა იმპერატორი​ დიოკლეტიანე, ბიძინაც დიოკლეტიანეს სახეობაა საქართველოში"
"გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ბოსტანში წავიდა. ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე ისაუბრა.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, "ბოსტანში წავიდა რომის იმპერატორი​ დიოკლეტიანეც, რაც სასაცილო არ არის".

"ბოსტანი სასაცილოა? ბოსტანში წავიდა დიოკლეტიანე, ბიძინაც დიოკლეტიანეს სახეობაა საქართველოში. დიდი ამბები იქნება. ერთადერთი რაც გვინდა ჩვენ საზოგადოებას და განსაკუთრებით ო
პოზიციას, პრინციპული პოზიცია და პოზიტიური დღის წესრიგის შექმნაა. ოპოზიციამ უნდა აიღოს პოლიტიკური ინიციატივა",- აცხადებს სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძემ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის ირაკლი კობახიძით შეცვლაზეც ისაუბრა და განაცხადა რომ აღნიშნული ქმედებით ბიძინა ივანიშვილმა თქვა "კისერიც გიტეხიათ ქართველებო".

"კობახიძის დატოვების თემა ცალკე თემაა. აქედან ჩანს, როგორ არ
უყვარს ბიძინა ივანიშვილს საქართველო და ქართველი ხალხი, როგორ ჰკიდია ეს ქვეყანა ფეხზე. ისეთ ადამიანს, რომელიც ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს მის მომხრეებშიც კი. იკითხეთ "ქართულ ოცნებაში" როგორ გაუხარდათ კობახიძის მემკვიდრედ დატოვება. დავით აღმაშენებელმა დემეტრე პირველი დატოვა მემკვიდრედ, კეისარმა ოქტავიანე ავგუსტუსი, ბიძინას მასშტაბებით და გემოვნებიდან გამომდინარე მემკვიდრედ კობახიძე დატოვა. ეს არის ჩვენი მოცემულობა.

"კისერიც გიტეხიათ ქართველებო" ეს გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა. საკმაოდ საინტერესო იყო მისი მოსაზრებები ქვეყანასთან დაკავშირებით. ქართველმა ხალხმაც უნდა გააკეთოს დასკვნა, სადამდე უნდა ვიყოთ საყმაწვილო ასაკში? მისი საზოგადოებრივი აზრი უნდა გაცდეს 5 წლის ბავშვის აზროვნებას. ენის მოჩლექა დასრულდა, მთელი კავკასია და საქართველო დაიქცა",-აცხადებს სანიკიძე.

შეგახსენებთ,"ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები