ბუკნარში კვლავ ხმაურია - მაჟორიტარ დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დაუპირისპირდა - კვირის პალიტრა

ბუკნარში კვლავ ხმაურია - მაჟორიტარ დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დაუპირისპირდა

ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ბესო ქათამაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუპირისპირდნენ. ქათამაძემ მაჟორიტარ დეპუტატს განუცხადა, რომ იგი ადგილობრივებს მეჩეთის მშენებლობა დაჰპირდა და მას დანაპირების შესრულება მოსთხოვა.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მას პროვოკატორი უწოდეს. ბესო ქათამაძე სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს და განაცხადეს, რომ ამით ტერიტორიას განარიდეს.

ბუკნარის ცენტრში მოსახლეობაა შეკრებილი. მათი თქმით, დღეს უნდა მოხდეს მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლის შერიგება.

"ინტერპრესნიუსი"