"ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო! სააკაშვილი რომ გაიწიოს, ვაკუუმი შეიქმნება - ვინ შეავსებს ამ ვაკუუმს?!"
"ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო! სააკაშვილი რომ გაიწიოს, ვაკუუმი შეიქმნება - ვინ შეავსებს ამ ვაკუუმს?!"
"ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს, გაიწიეო, ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია", - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" გიორგი ვაშაძის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით.

"მეტი რაღა უნდა ჩაიჩოჩოს? გასაკვირი ამბავია, რა აღარ გამიგია, როგორი მრუდე ლოგიკა არ მომისმენია, პროპაგანდა და სიცრუე გინდა ისტორიაში ან დღევანდელობაში, ასეთი რამ არ გამიგია. ლიფსიტები ეუბნებიან ვეშაპებს გაიწიეო. ამნაირი რამე ცოტა გაუგებარია, რა. გაქრეს სააკაშვილი?! მართლა უარი რომ თქვას სააკაშვილმა
ქართულ პოლიტიკაზე ხომ წარმოგიდგენიათ აქ რა იქნება?! დინასტიური ცვლილება იქნება, ბაგრატიონების მაგივრად ივანიშვილები დასხდებიან საქართველოს ტახტზე, ვერ ატყობთ რომ აქეთ მიდის?! სააკაშვილი რომ გაიწევა შეიქმნება ვაკუუმი, ვინ შეავსებს ამ ვაკუუმს?! " -აცხადებს სანიკიძე.

ცნობისთვის, "სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისას განაცხადა "თუკი
მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება. ვაშაძის თქმით, ის "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნის დროსაც ფიქრობდა, რომ სააკაშვილს ასპარეზი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის უნდა დაეთმო.

"ინტერპრესნიუსი"
bejani
15 იანვარი 2021 16:11
როდის აქეთ გახდნენ სააკიანები ბაგრატიონები, თუ მიშა იმ მილიონის შოვნას შეგპირდა ბიძინასთან რო ვერ იშოვე! მიკვირს მთელი ცხოვრება მიშა მასხარად გიგდებდა და დაგცინოდა და ეხლა რას ეტენები!
მარკი
15 იანვარი 2021 15:02
საწყალი გუბაზი სულ გამოჩერჩეტდა.
leo
15 იანვარი 2021 14:05
ლევან სანიკიძის შვილი მაინც არ იყო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები