"გუნდში სრული ჰარმონიაა - ერთმანეთთან მეგობრობა გვაკავშირებს" - კვირის პალიტრა

"გუნდში სრული ჰარმონიაა - ერთმანეთთან მეგობრობა გვაკავშირებს"

"გუნდში სრული ჰარმონიაა და რაიმე დაპირისპირების საფუძველი არ არსებობს - დაპირისპირებაზე პოლიტიკურად ანგაჟირებული მედია საუბრობს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

"არ არის ბუნებრივი, რომ კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთში რაიმე ამბიციების ჭიდილი ჰქონდეთ. გარდა იმისა, რომ ყველას ერთმანეთთან მეგობრობა გვაკავშირებს, არის განსაკუთრებული საქმიანი ურიერთობები, რაც იმას გამორიცხავს, რასაც თქვენ ამბობთ", - მიმართა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

ვოლსკიმ დღეს აღნიშნა ისიც, რომ კობახიძეს შესწევს უნარი, იყოს კარგი ლიდერი, კარგი მეგობარი და საკუთარი განათლების ხარისხით საზოგადოებასა და საეთაშორისო თანამეგობრობას დაანახოს, რომ პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარეს ღირსეული შემცვლელი ჰყავს.

"ყველაფერი მომავლის საკითხია, მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი რწმენით, ირაკლი კობახიძე არა მხოლოდ თავს გაართმევს, არამედ იქნება ღირსეული შემცვლელი თავისი ინტელექტით, საკითხებისადმი დამოკიდებულებით და იმ თვისებებით, რაც კარგ პატრიოტ ქართველ ადამიანს ახასიათებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"