"ჭორები და ინტრიგები ქართული პოლიტიკის თანმდევი პროცესია"
"ჭორები და ინტრიგები ქართული პოლიტიკის თანმდევი პროცესია"
"ჭორები, ინტრიგები ქართული პოლიტიკის თანმდევი პროცესია"

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე მიზანმიმართულ ჭორებს უწოდებს ინფორმაციას, რომ გაზაფხულზე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება.

როგორც კალაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, არანაირი სამთავრობო გადაადგილება დაგეგმილი არაა.

"ეს არის მიზანმიმართული ჭორები. 2011-12 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ამ ტიპის ჭორები ყოველთვის იყო, ასევე კონკრეტულ პოლიტიკოსებზე, ადამიანებზე, პოლიტიკურ პარტიებზე. ეს, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის თანმდევი პროცესია - ჭორები, ინტრიგები, მიზანმიმარ
თული პროპაგანდა კონკრეტულ პარტიაზე და პოლიტიკოსზე. თუ რაიმე ცვლილება იქნება მოსალოდნელი გუნდში, ამაზე საუბარი იქნება, მალულად ამაზე საუბარს არავინ აპირებს. ეს ყველაფერი საზოგადოებაში ცნობილი იქნება, არანაირი ცვლილება და არანაირი სამთავრობო გადაადგილებები დაგეგმილი არ არის", - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები