"ძალიან გამიხარდებოდა, თუკი პარლამენტში სხვა კონკრეტული ოპოზიციური პარტიები შევიდოდნენ და მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ" - კვირის პალიტრა

"ძალიან გამიხარდებოდა, თუკი პარლამენტში სხვა კონკრეტული ოპოზიციური პარტიები შევიდოდნენ და მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ"

მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული არ არის - პარლამენტში არის კიდევ ერთი პარტია, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონდა, მათ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ და ეს ყველამ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს.

"ჩემს გულწრფელ დამოკიდებულებას გეტყვით, რომ ძალიან გამიხარდებოდა, თუკი პარლამენტში სხვა კონკრეტული ოპოზიციური პარტიები შევიდოდნენ, მუშაობას პარლამენტში გააგრძელებდნენ და ერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ. ეს ნამდვილად გამიხარდებოდა! ჩვენ ხომ ქვეყნის მომავალზე ვფიქრობთ, ხომ ვფიქრობთ იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესები გაჯანსაღდეს, გაჩნდნენ ახალი პოლიტიკოსები, გაჩნდეს ახალი პოლიტიკური პარტიები. კ"ონკრეტულ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონდა, მათ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ და ეს ყველამ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"