"გამოსავალი არის ის, რომ "ოცნებამ" საბოლოოდ ხელისუფლება უნდა დათმოს"
"გამოსავალი არის ის, რომ "ოცნებამ" საბოლოოდ ხელისუფლება უნდა დათმოს"
პარტია "მეტი თავისუფლება-გირჩის" ლიდერი, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ერთადერთი გამოსავალი არის ბრძოლა და "ქართული ოცნებისთვის" ძალაუფლების ჩამორთმევა.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, ილუზიაა ის, რომ დღეს ოპოზიციის ბრძოლის გარეშე, "ქართული ოცნება" რამეს დათმობს.

"გამოსავალი არის ბრძოლაში. მე სხვა გამოსავალი არ ვიცი. გამოსავალი არის ის, რომ "ოცნებამ" საბოლოოდ ხელისუფლება უნდა დათმოს. აქამდე უნდა მივიდეთ წყნარად, მშვიდობიანად, ცივილიზებულად. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, ამაზე ბევრი
გზის მოფიქრება არის აუცილებელი და შემდეგ გასაკეთებელი. ბრძოლის გარდა, არანაირი გამოსავალი არ არსებობს. ზღაპარი და ილუზიაა ის, რომ დღეს "ქართული ოცნება" რამეს დათმობს. ამაში იგულისხმება სერიოზული დათმობა ძალაუფლებასთან მიმართებით, რადგან არანაირი მასტიმულირებელი, რომ მათ ძალაუფლება დათმონ, არ არის. არც გარედან აქვთ განსაკუთრებული წნეხი და არც
ქვეყნის შიგნით არ იგრძნობა განსაკუთრებული პროტესტი სრულიად გიჟური კორონა რეგულაციების ფონზე, ადამიანები მონების მდგომარეობაში ჰყავთ და ამასაც კი, ძალიან ცოტა ადამიანი აპროტესტებს",-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი შეფასებით, შექმნილ სიტუაციაში "ქართული ოცნება" კომფორტულად გრძნობს თავს, თუმცა არ სურს, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში დესტრუქციულ ძალად გამოჩნდეს.

"ქართული ოცნება" ამ მდგომარეობაში ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. ერთადერთი, რაც აწუხებს არის ის, რომ არ გამოჩნდნენ დესტრუქციულები მომლაპარაკებლების თვალში და ამასაც მეტ-ნაკლებად ახერხებენ. სხვა რაიმე წნეხი მათზე არ არის, რომ ძალაუფლება დათმონ",-აღნიშნა ჯაფარიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

16 იანვარი 2021 20:18
ბრძოლას როგორ აპირებ გირჩო? ავტომატით ხელში თუ წურბლებით კისერზე? არცერთი გირჩი არაა სახელმწიფოს სათავეში მოსვლის ღირსი. გირჩი ნაძვის ხეზე ჩამოკიდული გამიგია მე
SIBORO
16 იანვარი 2021 10:50
არ არსებობს ყოფილი ნაცი, ისევე როგორც არ არსებობს ყოფილი მზვერავი. ნაცი რჩება ნაცად სიცოცხლის ბოლომდე.
მურთაზი
16 იანვარი 2021 07:19
რა კარგია გირჩო ზურაბ გამარჯვებულმა დათმოს ხელისუფლება და თქვენ დაგითმონ ძალაუფლება საიდან მოიფიქრებ ხოლმე ასეთ რამე-რუმეებს ალბათ მოწეულში იყავი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები