"ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩიეს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩიეს

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობამ, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია. ყრილობამ კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც "ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.