"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილისა და პოლიტიკური საბჭოს წევრის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მან პარტიული თანამდებობის შესახებ შეთავაზება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობიდან წასვლის შემდეგ მიიღო.
როგორც მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიულ თანამდებობაზე დათანხმება ტელევიზიიდან წასვლასთან კავშირში არაა.
"ძალიან საინტერესო გუნდია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად გაართმევს თავს იმ გამოწვევებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. თავმჯდომარის მოადგილის პირველი ფუნქცია არის თავმჯდომარისთვის მართვაში ხელის შეწყობა. როცა შემოთავაზება მივიღე და საუბარი იყო ამის შესახებ, ეს
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" დღეს ყრილობა გამართა, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩიეს. ასევე, დღეს ყრილობაზე აირჩიეს პოლიტიკური საბჭოს 20 წევრი.
ამასთან, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება. ყრილობის გადაწყვეტილებით, პარტიაში ეს თანამდებობა კვლავ შენარჩუნდა. პარალელურად, კახა კალაძე პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშიც იქნება. ამასთან, ყრილობის გადაწყვეტილებით პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე იქნება, რომელიც ამავდროულად პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრადაც აირჩიეს.
"ინტერპრესნიუსი"
იყავი პირველი!