რურუა ელისაშვილს: "ჩემს უკანონო დაკავებაში და უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს"
რურუა ელისაშვილს: "ჩემს უკანონო დაკავებაში და უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს"
ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს, - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სოციალურ ქსელში "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

როგორც გიორგი რურუა წერს, ის მხარს უჭერს "დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას".

"ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს. მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან
ჩემი უდანაშაულობის დადგენაში.

და ბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა",-წერს გიორგი რურუა.

ცნობისთვის, "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს გიორგი რურუა გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა "ფორმულას" ეთერში,
8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას აღნიშნა.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.


ჰოჰ
17 იანვარი 2021 18:26
გაიხსენე 90–იანი წლები.ზვიადისტების მიტინგების დარბევა, დიდუბეში მიტინგიც კარგად გემახსოვრება ამხანაგო ჟორა. შენს ადგილზე ნამუსიანი (თუმცა შენს ადგილზე ნამუსიანი ვერც იქნება) ხმასაც არ ამოიღებდა და არც გამოსვლაზე იფიქრებდა. .....ჩაგიდეს არა იარაღი?....
bejani
17 იანვარი 2021 09:05
პირადად ვიცნობ ხალხს, ვინც თვითმხილველია რა სისაძალობები აქვს ჩადენილი ჟირიკას სამეგრელოს, აფხაზეთში და შემდგომ თბილისში. ადამიანი პირადად ასახელებს და ბრალს სდებს თავისი ოჯახის ამოწყვეტაში და კიდევ პოლიტპატიმარია!
მამა4560
16 იანვარი 2021 20:12
ჟორიკა! ბანდიტი ხარ შენ! უნდა დალპე ციხეში!!! ხალხს ყველაფერი ახსოვს...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები