"ბიძინა-მიშას სიმბიოზის ერთი მონაწილის დასუსტება ავტომატურად მეორესაც ასუსტებს" - კვირის პალიტრა

"ბიძინა-მიშას სიმბიოზის ერთი მონაწილის დასუსტება ავტომატურად მეორესაც ასუსტებს"

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბიძინა ივანიშვილის წასვლას ეხმიანება და განმარტავს, თუ რატომ აჩენს ეს ორპოლუსიანობის გარღვევის პერსპექტივას:

"თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გავიდა, ეს თავისთავად ნიშნავს იმაზე მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდას, ვიდრე ოპოზიცია ითხოვდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალტერნატული პოლიტიკური ძალებისთვის, რადგან ბიძინა-მიშას სიმბიოზის ერთი მონაწილის დასუსტება ავტომატურად მეორესაც ასუსტებს და აჩენს ორპოლუსიანობის გარღვევის პერსპექტივას.

ამიტომ, პრაქტიკული პოლიტიკის გაგებით, გაუგებარი იქნება პარტიების შემდგომი გაჯიქება" - წერს ხუხაშვილი.