"კია გაწელილი, მოსაწყენი ეს ქართული "ზასტოი", მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"კია გაწელილი, მოსაწყენი ეს ქართული "ზასტოი", მაგრამ..."

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა და მემკვიდრედ ირაკლი კობახიძის დატოვების შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"ბიძინას "წასვლა" კობახიძის "მოსვლამ" რომ უნდა "გადაგვატანინოს", მაგარი მდარე რამეა.

30 წლის წინანდელი "ბოიკოტი საბჭოთა არჩევნებს" და " ძირს ლიტვური გზა" ვისაც გაგახსენდათ ამ თვეებში, მესმის თქვენიც.

კია გაწელილი, მოსაწყენი ეს ქართული "ზასტოი".

მაგრამ..." მაინც წინ მივალ, მაინცა"...

მთავარია, საშემოდგომო ენერგია გაზაფხულზე არ შემოგვეფლანგოს. "ბებერი ხარის რქებიც ხნავსო" - წერს დავით ბერძენიშვილი.