ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს - კვირის პალიტრა

ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომლიც რუსეთში დაბრუნდა, დააკავეს. როგორც BBC-ის რუსულენოვანი გამოცემა წერს, პოლიციელებმა ნავალნი საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს.

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი მოსკოვში ცოტა ხნის წინ დაფრინდა. მისი თვითფრინავი, მოსკოვში, შერემეტიევოს აერპორტში დაჯდა. მანამდე მას მხარდამჭერები მოსკოვის ვნუკოვის აეროპორტში ელოდებოდნენ. თუმცა, მედიის ცნობით, თვითმფრინავმა, რომელიც ბერლინიდან მოსკოვისკენ მიემართებოდა გეზი შეიცვალა. ვნუკოვოს აეროპორტი თვითმფრინავების დაფრენისთვის დაიხურა.

მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ელოდებოდნენ, პოლიცია იყო მობილიზებული. რუსული მედია იუწყება, რომ იქ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ნავალნის მთავარი მოკავშირე ლიუბოვ სობოლი არიან დაკავებული.