"რას ჰგავხართ ხალხნო?! რას დაგამსგავსათ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ?!" - კვირის პალიტრა

"რას ჰგავხართ ხალხნო?! რას დაგამსგავსათ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ?!"

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე ტელეკომპანია "მთავარის" ეთერიდან "ქართული ოცნების" ამომრჩეველს მიმართავს:

"ძალიან მძიმე იქნება ჩემი მონოლოგი, მაგრაამ ეს ჩემი ვალია და ჩემი სათქმელია, ბოდიში წინასწარ, მაგრამ რას ჰგავხართ ხალხნო?! რას დაგამსგავსათ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ?! მე ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ 2012 წელს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღევანდელ საქართველოში თქვენ მიცვალებულის სამძიმარზე მისვლის შეგეშინდებოდათ. არ გრცხვენიათ? თქვენი შვილების არ გრცხვენიათ? ჩემს ერთადერთ შვილს ვფიცავარ, ძალიან მტკივა!"

იხილეთ ვიდეო: