"ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს, მისი სიძის - კუშნერის მეშვეობით" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს, მისი სიძის - კუშნერის მეშვეობით"

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "მთავართან" საუბრისას, განაცხადა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრაპის გამარჯვებით რუსეთი იყო დაინტერესებული, მეტიც, მისი თქმით, ტრამპს, ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტ ტრამპის სიძის მეშვეობით, უკანონოდ აფინანსებდა.

"ყველამ იცის, რომ ივანიშვილი აფინანსებდა ტრამპს. აფინანსებდა, ტრამპის სიძის - კუშნერის მეშვეობით; ამაზე აუცილებლად იქნება გამოძიება ახლა ამერიკაში.

ჩემთვის ძნელია დაჯერება ბოლომდე, რომ ტრამპი იყო რუსული პროექტი. თუმცა, ის, რომ რუსეთი დაინტერესებული იყო ტრამპის გამარჯვებაში, ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს. იმიტომ რომ ბაიდენი, თავისი შეხედულებებით, არის მკვეთრად ანტირუსული, მთელ თავის გუნდთან ერთად.

მეორე - მაგალითად ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად დანიშნა ყოფილი ელჩი მოსკოვში, რომელიც არის ძალიან მკაცრი პოზიციით ცნობილი. შექმნა ცალკე განყოფილება ეროვნული უშიშროების საბჭოში, ეს საკმაოდ უპრეცედენტოა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილისვე თქმით, ტრამპის დაფინანსებაზე აშშ-ში გამოძიება დაიწყება.

წყარო