"ისტორიული ქველმოქმედების მეფე პოლიტიკიდან წავიდა... ზუსტად 12 წლის შემდეგ, მეც მივდივარ პოლიტიკური ველიდან"
"ისტორიული ქველმოქმედების მეფე პოლიტიკიდან წავიდა... ზუსტად 12 წლის შემდეგ, მეც მივდივარ პოლიტიკური ველიდან"
მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის მრა­ვალ­გზის ჩემ­პი­ო­ნი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა­ში, ლუკა კურ­ტა­ნი­ძე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა­ზე, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე, პოსტს აქ­ვეყ­ნებს და ამ­ბობს, რომ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­უ­რო­ბას ისიც წყვეტს:

"ის­ტო­რი­უ­ლი ქველ­მოქ­მე­დე­ბის მეფე პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და, სა­დაც უძ­ლი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი მის გვერ­დზე, რო­გორც ერ­თგუ­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი მისი იდე­ე­ბით. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბის ენით გა­მო­უთ­ქმე­ლი ური­ცხვი სი­კე­თის რე­ა­ლუ­რი მთეს­ვე­ლი ერის­კა­ცი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი!!! ამი­ტომ, მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ზუს­ტად 12 წე­ლის შემ­დეგ, მივ­დი­ვარ ჩვე­ნი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ვე­ლი­დან... არ­ცერ­თი
პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბა იქ­ნე­ბა თუ პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა იქ მე, ლუკა ელ­და­რი კურ­ტა­ნი­ძე არ ვიქ­ნე­ბი! არც ფი­ზი­კუ­რად და არც გან­ცხა­დე­ბით! ზუს­ტად მერ­ვე დღეს ვა­კე­თებ ამ გან­ცხა­დე­ბას, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი წა­ვი­და პო­ლი­ტი­კი­დან... რად­გან, ვთვლი რომ ჩემი მი­სია, თუნ­დაც სი­ცო­ცხლის ფა­სად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი პო­ლი­ტი­კა­ში, ისე­თი ფორ­მით რო­გორც ვმოქ­მე­დებ­დი, ამო­ი­წუ­რა!რამ­დე­ნი­მე წლის
წინ ინ­ტერ­ვი­უ­ში ვთქვი, როცა ერის კაცი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი წავა პო­ლი­ტი­კი­დან, მეც მისი უღა­ლა­ტო თა­ნა­მებ­რძო­ლი და მე­გო­ბა­რი ლუკა ელ­და­რი კურ­ტა­ნი­ძე და­ვას­რუ­ლებ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტი­ვო­ბას! დიახ დღეს ეს დროც დად­გა ...! მად­ლო­ბა უფალს და თი­თო­ე­ულ იმ ადა­მი­ანს, ვინც იყო იმე­დი, ძალა და ნუ­გე­ში ყო­ვე­ლი ხვა­ლინ­დე­ლი დღის! მად­ლო­ბა, ვი­საც სჯე­რო­და ჩემი გულ­წრფე­ლი სუფ­თა ბრძო­ლის სამ­შობ­ლოს­თვის! დიახ, მე, რო­გორც წლე­ბის წინ ვი­ყა­ვი შემ­რი­გე­ბე­ლი გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ყვე­ლას­თვის, იქ ვბრუნ­დე­ბი! სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბის სი­ხა­რუ­ლით გა­ვა­ერ­თი­ა­ნებ ყვე­ლას... გავზრდი მო­მა­ვალ თა­ო­ბას, სა­დაც ძმო­ბა ურ­თი­ერთ გა­ტა­ნა და სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნე­ბა! ვიქ­ნე­ბი იმ სფე­რო­ში, სა­დაც ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე მსა­ხუ­რი ვიქ­ნე­ბი! მე ასე­თი ერ­თგუ­ლე­ბა მას­წავ­ლა უფალ­მა! ხვალ ნათ­ლის­ღე­ბაა და ყვე­ლას თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს ადა­მი­ანს მე­გო­ბარს თუ მო­წი­ნაღ­მდე­გეს მუხ­ლმოყ­რი­ლი შენ­დო­ბას ვი­თხოვ და გწამ­დეთ თქვე­ნი მსა­ხუ­რი ვიქ­ნე­ბი ჩვე­ნი სამ­შობ­ლო - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის! შიგ­ნით გულ­ში და სულ­ში ვი­ლო­ცებ და საქ­მით, ქმე­დე­ბით ყვე­ლას­თვის, მი­უ­ხე­და­ვად მათი პარ­ტი­უ­ლო­ბი­სა, პო­ლი­ტი­კუ­რი მრწამ­სი­სა თუ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბი­სა, რომ ას­რულ­დეს ჩვე­ნი ერის­თვის იდეა, რო­მელ­საც მყა­რი სა­ძირ­კვე­ლი ჩა­უ­ყა­რა ერის­კაც­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა... გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მივ­დი­ვარ სა­ერ­თო გა­მარ­ჯვე­ბის­თვის!" - წერს ლუკა კურტანიძე.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები