"ისტორიული ქველმოქმედების მეფე პოლიტიკიდან წავიდა... ზუსტად 12 წლის შემდეგ, მეც მივდივარ პოლიტიკური ველიდან" - კვირის პალიტრა

"ისტორიული ქველმოქმედების მეფე პოლიტიკიდან წავიდა... ზუსტად 12 წლის შემდეგ, მეც მივდივარ პოლიტიკური ველიდან"

მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ლუკა კურტანიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე, "ფეისბუქის" პირად გვერდზე, პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ პოლიტიკურ აქტიურობას ისიც წყვეტს:

"ისტორიული ქველმოქმედების მეფე პოლიტიკიდან წავიდა, სადაც უძლიერესი ვიყავი მის გვერდზე, როგორც ერთგული თანამებრძოლი და აღფრთოვანებული მისი იდეებით. საუკუნეების მანძილზე ქართული ოცნების ასრულების ენით გამოუთქმელი ურიცხვი სიკეთის რეალური მთესველი ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი!!! ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, ზუსტად 12 წელის შემდეგ, მივდივარ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ველიდან... არცერთი პარტიის განცხადება იქნება თუ პოლიტიკური აქტიურობა იქ მე, ლუკა ელდარი კურტანიძე არ ვიქნები! არც ფიზიკურად და არც განცხადებით! ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან... რადგან, ვთვლი რომ ჩემი მისია, თუნდაც სიცოცხლის ფასად ვყოფილიყავი პოლიტიკაში, ისეთი ფორმით როგორც ვმოქმედებდი, ამოიწურა!რამდენიმე წლის წინ ინტერვიუში ვთქვი, როცა ერის კაცი, ბიძინა ივანიშვილი წავა პოლიტიკიდან, მეც მისი უღალატო თანამებრძოლი და მეგობარი ლუკა ელდარი კურტანიძე დავასრულებ პოლიტიკურ აქტივობას! დიახ დღეს ეს დროც დადგა ...! მადლობა უფალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც იყო იმედი, ძალა და ნუგეში ყოველი ხვალინდელი დღის! მადლობა, ვისაც სჯეროდა ჩემი გულწრფელი სუფთა ბრძოლის სამშობლოსთვის! დიახ, მე, როგორც წლების წინ ვიყავი შემრიგებელი გამაერთიანებელი ყველასთვის, იქ ვბრუნდები! საქართველოს გამარჯვების სიხარულით გავაერთიანებ ყველას... გავზრდი მომავალ თაობას, სადაც ძმობა ურთიერთ გატანა და სამშობლო საქართველოს უსაზღვრო სიყვარული იქნება! ვიქნები იმ სფეროში, სადაც ყველას სიყვარულით სავსე მსახური ვიქნები! მე ასეთი ერთგულება მასწავლა უფალმა! ხვალ ნათლისღებაა და ყველას თითოეულ მოქალაქეს ადამიანს მეგობარს თუ მოწინაღმდეგეს მუხლმოყრილი შენდობას ვითხოვ და გწამდეთ თქვენი მსახური ვიქნები ჩვენი სამშობლო - საქართველოსთვის! შიგნით გულში და სულში ვილოცებ და საქმით, ქმედებით ყველასთვის, მიუხედავად მათი პარტიულობისა, პოლიტიკური მრწამსისა თუ აზრთა სხვადასხვაობისა, რომ ასრულდეს ჩვენი ერისთვის იდეა, რომელსაც მყარი საძირკველი ჩაუყარა ერისკაცმა ბიძინა ივანიშვილმა... გამარჯვებული მივდივარ საერთო გამარჯვებისთვის!" - წერს ლუკა კურტანიძე.