"სააკაშვილი დარჩა, მაგრამ განულდა ივანიშვილის გაცლით, მას მტრის ხატი აღარ დარჩა" - ამის შესახებ გიორგი გაჩეჩილაძემ მერაბ მეტრეველის გადაცემაში ისაუბრა:
"სააკაშვილიც უნდა გაეცალოს, თუ ჭკუა აქვს, მაგრამ ის პოლიტიკური ცხოველია, პოლიტიკის "მორფინისტია" და არ შეუძლია, გაეცალოს. დარწმუნებული ვარ, თავისიანებსაც კი უნდათ, რომ ის გაეცალოს, მათაც ხელს უშლის, მაგრამ მას ეს არ ესმის.
რაღა დროს სააკაშვილია? ახალი დრო დადგა. ივანიშვილს უფრო ბევრი უჭერს მხ
არს, მაგრამ გაეცალა, რომ ეს სიტუაცია დამთავრდეს.
თუ არ გაეცლება, სააკაშვილი გამარგინალდება, დასაცინი გახდება! ივანიშვილის წასვლით ის ვერ ისარგებლებს, გამორიცხულია, სააკაშვილი დამთავრებულია".
იხილეთ ვიდეო:
იყავი პირველი!