"სწორი და პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია და ვერც ვერავინ დამაშანტაჟებს ვერასდროს" - კვირის პალიტრა

"სწორი და პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია და ვერც ვერავინ დამაშანტაჟებს ვერასდროს"

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში სტუმრობისას, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა - გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა - აშანტაჟებენ თუ არა მას და ვინ აშანტაჟებს, თუ ეს ასეა?

"ადამიანის წარმოდგენებს ალბათ რაიმე ზღვარი უნდა ჰქონდეს, ამ სისულელეებზე და აბსურდზე პასუხის გაცემა რომ მიწევს, ჩემთვის ეს უკვე შეურაცხმყოფელია. რას ნიშნავს მაშანტაჟებენ? რა ლაპარაკია? რა დამოკიდებულებაა ეს? ვინმეს ჩემი შანტაჟის შესაძლებლობა  რომ ჰქონდეს, აქამდე არ გამოიყენებდა? სწორი ცხოვრებით მიცხოვრია, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია და ვერც ვერავინ დამაშანტაჟებს ვერასდროს. ასეთი არაფერი არსებობს".

იხილეთ ვიდეო: