19-01-2021
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიას ტოვებს.როგორც კახიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტავს, პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ საადვოკატო საქმიანობას დაუბრუნდა და მიმდინარე მოვლენებზე კომენტარებს "ნაკლებად აკეთებს", თუმცა პარტიაშიც რჩება.
"შეიძლება ვიღაცამ ასეთი დასკვნა გამოიტანა იმის გამო, რომ მე ნაკლებად ვჩანვარ ტელეეკრანებზე, იურიდიული ფირმა დავაფუძნე ჩემს პარტნიორთან ერთად და ამ ფირმის საქმიანობით ვარ დაკავებული. ალბათ, იმიტომ, რომ ნაკლებად ვაკეთებ კომენტარებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე შესაძლოა, ვიღაცამ ასეთი დასკვნა
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ევროპული საქართველო" ელენე ხოშტარიას შემდეგ შესაძლოა, კიდევ ორმა წევრმა - ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ოთარ კახიძემ დატოვონ. აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ და არ ადასტურებენ "ევროპულ საქართველოში".
იყავი პირველი!