"ამერიკის დისკუსია ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღების თაობაზე, რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავდა"
"ამერიკის დისკუსია ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღების თაობაზე, რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავდა"
გერმანულ ჟურნალ "შპიგელ"-ში (Der Spiegel) გამოქვეყნებულია 1998-2005 წლებში ქვეყნის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრედერის ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც იგი აფასებს როგორც იმდროინდელ, ასევე ამჟამინდელ საერთაშორისო მოვლენებს, კერძოდ, ლაპარაკობს ნატოს პერსპექტივაზე, ნატოსა და რუსეთის ურთიერთდამოკიდებულებაზე, ყირიმის შესახებ.

ექს-კანცლერის თქმით, ყირიმის მიერთება, რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენდა, მაგრამ არც ნატოს მოქმედება იყო სამართლიანი. "როცა მე კანცლერი ვიყავი, ბევრი აღმოსავლეთევროპული ქვეყანა გაწევრიანდა ევროკავშირში და ნატოში. ეს მათი ნება იყო და ხელს
ვერავინ შეუშლიდა... რუსეთსაც მაინცდამაინც არაფერი უთქვამს. მაგრამ შემდეგ ამერიკამ სპეციალურად დაიწყო დისკუსია ნატოში საქართველოსა და უკრაინის შეყვანის თაობაზე, რაც რუსეთის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავდა, მის გარშემორტყმას... არადა, იმ დროს რუსეთი უფრო ღია სახელმწიფო იყო და მზად იყო დასავლეთთან კოოპერირებისათვის", - განაცხადა გერჰარდ შრედერმა.

"მე ვერ
ვხედავ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსეთისადმი გამოცხადებული სანქციების აზრს. უკრაინას ყირიმი არასოდეს არ დაუბრუნდება, ამას რუსეთის არცერთი პრეზიდენტი არ გააკეთებს. ყირიმში ხომ რუსეთის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა მდებარეობს. უკრაინა რომ ნატოში გაწევრიანებულიყო, როგორც ეს ამერიკას სურს, სევასტოპოლი დასავლური სამხედრო ალიანსის მოქმედების არეალში აღმოჩნდებოდა... ზეწოლას მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში მოაქვს ნაყოფი. დღეს დასავლეთისთვის უფრო უკეთესი იქნება რეალობა გაითვალისწინოს და მოსკოვთან დიალოგი დაიწყოს", - ასეთია გერმანიის ყოფილი კანცლერის პოზიცია.. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ



ლიმონა
19 იანვარი 2021 19:29
გერჰარდ შრედერი გაზპრომში ყავს პუტინს დასაქმებული და 2 000 000 (ორი მილიონი) დოლარს უხდის წელიწადში, საერთოდ გაზპრომი გერმანიის ყოფილი კანცლერების დასაქმების ადგილია პენსიაზე გასვლის შემდეგ, ხოდა ან ეს რას იტყვის ან პუტინის ყმა ანგელა ვლადიმიროვნა მერკელი არავის უნდა გაუკვირდეს.
რამაზი
19 იანვარი 2021 18:12
გოგია, ბიჭოოო... პირველწყარო რუსული საიტი კი არა გერმანული ჟურნალია, სახელად "შპიგელი" (მითითებულიც აქვს). რა თქმა უნდა, ეს მასალა "შპიგელიდან" რუსებმაც გაავრცელეს და ბრიტანელებმაც (და კიდევ ბევრმა), მაგრამ ეს მათი საქმეა. ჩვენი პუბლიკაცია კი "შპიგელში" გამოქვეყნებული გ.შრედერის ინტერვიუს შინაარსს წარმოადგენს.
Gogia
19 იანვარი 2021 16:44
თავი დაანებეთ რუსული საიტებიდან სტატიების გადმოწერას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები