"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გაზაფხულიდან იყოს მასობრივი საპროტესტო მოძრაობა" - კვირის პალიტრა

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გაზაფხულიდან იყოს მასობრივი საპროტესტო მოძრაობა"

პროტესტი იქნება ლეგალური, ლეგიტიმური და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაზაფხულიდან მასობრივი საპროტესტო მოძრაობა იყოს, რათა ხალხმა წართმეული უფლება აღიდგინოს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

როგორც წიკლაური აღნიშნავს, „ასე ვითარება ვეღარ გაგრძელდება".

"პროტესტი იყო არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე, მაგრამ ამავე დროს იყო კოვიდთან დაკავშირებული ძალიან სპეციფიური ვითარება, როდესაც ადამიანების უმრავლესობა ცდილობდა, არ გამოსულიყო ქუჩაში, არ ჰქონოდათ კონტაქტი სხვა ადამიანებთან და ასე იცავდნენ თავს, განსაკუთრებით ისეთი ხელისუფლების პირობებში, რომლის სამედიცინო სექტორი აბსოლუტურად არ უზრუნველყოფდა ამ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას. თუ ვინმეს ეცოტავება ხალხის რაოდენობა ქუჩაში, ის დაინახავს კიდევ უფრო მეტ ხალხს",- განაცხადა წიკლაურმა.

"ინტერპრესნიუსი"