"ოპოზიციის როლი სულაც არ არის ქუჩაში დგომა და ტელევიზიებთან "ტრიპაჩობა" - სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ" - კვირის პალიტრა

"ოპოზიციის როლი სულაც არ არის ქუჩაში დგომა და ტელევიზიებთან "ტრიპაჩობა" - სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ"

"სამწუხაროა, რომ ოპოზიცია საკუთარ როლს დესტრუქციასა და რევოლუციურ თემებზე საუბარში ხედავს - ოპოზიციის როლი სულაც არ არის ქუჩაში დგომა და ტელევიზიებთან "ტრიპაჩობა", - ამ შეფასებით "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ალეკო ელისაშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

წილოსანის შეფასებით, გუშინ, "რუსთავი 2"-ის ეთერში ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ.

"არგუმენტები, რითაც მამუკა ხაზარაძე ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, ძალიან სუსტი იყო, რადგან ერთადერთი, რასაც ითხოვდა იყო ის, რომ არ გაესაჯაროვებინა დახურული შეხვედრების დროს მიმდინარე საუბრები ომზე, რევოლუციაზე, დესტრუქციაზე და ასე შემდეგ, რაც ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, როგორ ოპოზიციურ სპექტრს უჭერს მხარს და რა გეგმები აქვთ მათ. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს არა აქვთ შეგრძნება, რა არის მათი როლი და მისია ქვეყნის განვითარებაში. თუმცა ძალიან კარგია, რომ ამომრჩეველმა მათი რეალური სახე დაინახა. მიხარია, რომ ალეკო ელისაშვილი სიმართლეს და რეალობას, რის წინაშეც ოპოზიცია დგას, აშუქებს და გამოხატავს", - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო წილოსანმა.

აქვს წილოსანმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბების ვერც ერთ ფაქტს ვერ ამტკიცებს და არ გააჩნიათ დესტრუქციულ ფორმატში ყოფნის

ლიგიკური და სამართლებრივი არგუმენტები.

"ინტერპრესნიუსი"