" ოპოზიციის დიდი ნაწილი იპრანჭება და ჩემზე ადრე შევლენ პარლამენტში" - კვირის პალიტრა

" ოპოზიციის დიდი ნაწილი იპრანჭება და ჩემზე ადრე შევლენ პარლამენტში"

ჩემი აზრით, ოპოზიციის დიდი ნაწილი იპრანჭება და ისინი ჩემზე ადრე შევლენ საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მათი ფორმულის მიხედვით, ოპოზიციის დიდ ნაწილს პარლამენტში შესვლა მათზე ადრე უწევს.

„ჩვენ ხომ ვთქვით, ფორმულა. ასე გამოდის, რომ ამ ფორმულის მიხედვით, ოპოზიციის დიდი ნაწილს ჩვენზე ადრე უწევს შესვლა. ჩვენ 113-ე თუ შევალთ. მანამდე სხვას უწევს შესვლა. შესაბამისად, ეს სხვა საიდანღაც უნდა გაჩნდეს. ეს სხვა არის სხვა ოპოზიციაში. წარმოიდგინეთ, იმისათვის, რომ ამაზე არ ილაპარაკონ, როგორ და როდის შევლენ თვითონ, ამიტომ გვაბრალებენ ჩვენ. ზოგადად, ყველას უნდა, რომ მე შევიდე პარლამენტში, ალეკო ელისაშვილიც შევიდეს, სხვებიც შევიდნენ და მერე შემოგვყნენ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, როგორც ხვიჩიამ განმარტა, საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით მისი თანამოაზრე ალეკო ელისაშვილია, თუმცა „ლელოსთან“ ალეკოს ელისაშვილის ინციდენტის მერე, შემდეგი შეხვედრის გამართვას „ლელოსთან: აპირებს, რათა „გაარკვიოს ამ ხალხის აზრი, ხვდებიან თუ არა, გაბუტულები არიან თუ არა “.

"ინტერპრესნიუსი"