მიხეილ საკააშვილის ჯო ბაიდენს პრეზიდენტობას ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

მიხეილ საკააშვილის ჯო ბაიდენს პრეზიდენტობას ულოცავს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ საკააშვილი ჯო ბაიდენს პრეზიდენტობას ულოცავს.

"1990-იანი წლებიდან მოყოლებულ, ჩემს ძველ, 20 წელზე მეტი ხნის მეგობარს ჯო ბაიდენს ვულოცავ პრეზიდენტობას. ვუსურვებ მას წარმატებებს და თავისუფალ სამყაროს" - წერს მიხელ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი.