"ისტორიისა და იმედის დღე" - სალომე ზურაბიშვილი ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს ულოცავს - კვირის პალიტრა

"ისტორიისა და იმედის დღე" - სალომე ზურაბიშვილი ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ინაუგურაციას ულოცავს.

"ისტორიისა და იმედის დღე". ნება მიბოძეთ, გულწრფელად მივულოცო აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ბრიუსელიდან, სადაც საქართველო-ევროატლანტიკურ კავშირებზე ვისაუბრებ. დღეს მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის, თავისუფლების შუქურის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა თქვენს ხელშია", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".