"დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც... მინდა მივმართო "ქართულ ოცნებას", მზად ვართ შეგხვდეთ" - კვირის პალიტრა

"დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც... მინდა მივმართო "ქართულ ოცნებას", მზად ვართ შეგხვდეთ"

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მიმართავს "ქართულ ოცნებას" და მზადყოფნას გამოთქვამს, საჯარო შეხვედრა გაიმართოს.

"ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის, "მოქალაქეების" სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებუილი სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში.

ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო "ქართულ ოცნებას" - ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად", -წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.