"საქართველოს მომავალში გააჩნია სერიოზული ბერკეტი იმისათვის, რათა გააგრძელოს დავა და თავისი პოზიციის დაცვა" - კვირის პალიტრა

"საქართველოს მომავალში გააჩნია სერიოზული ბერკეტი იმისათვის, რათა გააგრძელოს დავა და თავისი პოზიციის დაცვა"

ასეთი მძლავრი სამართლებრივი ბერკეტი საქართველოს არ ჰქონია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს სერიოზული ბერკეტი რუსეთის წინააღმდეგ.

"სტრასბურგის გადაწყვეტილება კიდევ ერთი და ვიტყოდი, საგულისხმოთა შორის უპირველესი დასტურია იმის, რომ საქართველოს მომავალში გააჩნია სერიოზული ბერკეტი იმისათვის, რათა გააგრძელოს დავა და თავისი პოზიციის დაცვა და ამ პოზიციას რასაკვირველია ვერავინ განუდგება საერთაშორისო დონეზე, ვერც პარტნიორი ქვეყნები გაატარებენ ამ თემას უყურადღებოდ და რასაკვირველია, ყველასათვის იქნება ეს სამაგალითო. ასეთი მძლავრი სამართლებრივი ბერკეტი საქართველოს არ ჰქონია. რუსული მხარიდან ოკუპანტი ქვეყნისგან რას უნდა ელოდო დესტრუქციული მოქმედებების გარდა, ამას ემატება მისი ინტერესები შექმნას ალტერნატიული დერეფანი, ამას ემატება სამხედრო სტრატეგიული ინტერესები, რომელიც მას რეგიონში გააჩნია, თუმცა, ამ ინტერესების დაპირისპირებისას საქართველოს პოზიციები გაცილებით უფრო გაძლიერებულია, რისთვისაც რუსეთი როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ფასს უკვე დიდი ხანია იხდის და ამ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ უკუსვლა არ ექნება,"- განაცხადა ვოლსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"