"ეს არის, პირველ რიგში, თინა ბურჯალიანის, ნიკა გვარამიას, ზურაბ ადეიშვილის, გია ქავთარაძის დამსახურება..." - რას ამბობს სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე - კვირის პალიტრა

"ეს არის, პირველ რიგში, თინა ბურჯალიანის, ნიკა გვარამიას, ზურაბ ადეიშვილის, გია ქავთარაძის დამსახურება..." - რას ამბობს სააკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

"ეს არის, პირველ რიგში, თინა ბურჯალიანის, ნიკა გვარამიას, ზურაბ ადეიშვილის, გია ქავთარაძის დამსახურება... ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ. პირველი არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შუალედური, ეს არის გაეროს სასამართლო, რომელიც წულუკიანის მცდელობით, მეორე ეტაპზე დავკარგეთ", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.