"სახალხო დამცველი არ არის ნაზი ყვავილი, რომლის კრიტიკაც არ შეიძლება"
"სახალხო დამცველი არ არის ნაზი ყვავილი, რომლის კრიტიკაც არ შეიძლება"
სახალხო დამცველი არ არის ნაზი ყვავილი, რომლის კრიტიკაც არ შეიძლება, მანაც ისევე უნდა მიიღოს კრიტიკა, როცა არასწორს იტყვის, როგორც ამას იღებს ნებისმიერი თანამდებობის პირი,- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ განაპირობა სახალხო დამცველის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკამ იმ პრობლემების შექმნა, რომელზეც სახალხო დამცველი საუბრობს.

სუბარის განცხადებით, ომბუდსმენის ბრალდებები ციხეში კრიმინალური სუბკულტურის არსებობის შესახებ უსაფუძვლოა და ნინო ლომჯარიას ამის დამადასტურებელი ფაქტები არ აქვს.

"როცა სახალხო დამცველი
აკეთებს რაიმე ტიპის განცხადებას, მას უნდა ჰქონდეს საფუძველი, განსაკუთრებით როცა ისეთ ბრალდებაზეა საუბარი, როგორიც არის სუბკულტურის, კანონიერი ქურდების გავლენები და მართვა ციხეების. ეს არის აბსოლუტურად ტყუილი და მსგავსი ცილისწამებები მეც არაერთხელ განმიცდია, როცა ვიყავი სასჯელაღსრულების მინისტრი.

როცა მსგავსი ფაქტები იყო ციხეში და მე თვითონ ვაკეთებდი
ამაზე განცხადებებს (როგორც სახალხო დამცველი), მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც გამოვაქვეყნე გვარი და სახელი პატიმრის, რომლის კარი შიგნიდან იკეტებოდა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იქ ჰქონდა უზარმაზარი ტელევიზორი, არ ვიცი, რამდენ "ინჩიანი" თავისი "დივიდებით", მაცივარი გამოტენილი ყველაფრით და სამი ადამიანი ემსახურებოდა. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც მაშინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კოპაძის გათავისუფლება მოვითხოვე იმის გამო, რომ იქ კრიმინალებს ჰქონდათ შექმნილი პრივილეგირებული მდგომარეობა და როცა მაშინდელი იუსტიციის მინისტრი ბატონი კემულარია ამის გამო, დამიპირისპირდა, ზუსტად 2 თვეში აღმოვაჩინეთ ფაქტი, როცა ერთ- ერთი კანონიერი ქურდი გაიყვანეს გოგირდის აბანოებში, ეს არის ფაქტებით ლაპარაკი და ქალბატონი ლომჯარია, როცა რამეს ამბობს, ერთი ფაქტი მაინც დაასახელოს, მაგრამ ვერ დაასახელებს, რადგან მსგავსი ფაქტი არ არსებობს და თუკი მას, მის წარმომადგენელს რომელიმე პატიმარი უყვირის ან უსტვენს, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა სახალხო დამცველის ინსტიტუტის. მაშინ როცა იყო ყველაზე დიდი წამება ციხეებში და პატიმრებს ხმის ამოღების უფლებას არ აძლევდნენ, ჩემი ნებისმიერი წარმომადგენლის იქ შესვლა იყო ზეიმი პატიმრებისთვის, არ გავიდოდა დღე და კვირა, ყოველ მეორე დღეს მაინც პირადად ვიყავი რომელიმე ციხეში და პირადად ვხვდებოდი პატიმარს და არ არსებობს ძალა, რომელიც შეძლებს პატიმრებზე გავლენა მოახდინოს, რომ ასეთ შეხვედრებზე მათ არ ილაპარაკონ სიმართლე", - განაცხადა სუბარმა.

ცნობისათვის, სახალხო დამცველის განცხადებით, მისი აპარატის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში მონიტორინგის განხორციელება არა მხოლოდ გართულდა, არამედ შეუძლებელი გახდა. მისი განცხადებით, აღნიშნულმა განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო უკანასკნელი თვეების განმავლობაში. ლომჯარია ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. "ციხის მაყურებლების" მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.

"ინტერპრესნიუსი"

ხალხის ძახილი.
22 იანვარი 2021 19:47
სახალხო დამცველი, თუ იცის რას ნიშნავს, სახალხო!!!!!!!!!!!! რომელი ხალხის დამცველი ეგ არის. მისი არსებობის პერიოდში, რამდენი ხალხი და რისგან დაუცვია, ქვეყანაში სადაც ხალხის დაცვაზე, ლაპარაკიც ზედმეტია. ამის ....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები