საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება - კვირის პალიტრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ღარიბაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა რუსეთის აგრესიული სახე, რომელიც ფუნდამენტურად არღვევს ადამიანის უფლებებს და ახორციელებს ეთნოწმენდას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"გილოცავთ! დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული გამარჯვების დღეა. ჩვენ თანმიმდევრულად, სამართლებრივი გზით საერთაშორისო სასამართლოში მოვუგეთ დავა რუსეთს და კიდევ ერთხელ დამტკიცდა რუსეთის აგრესიული სახე, რომელიც ფუნდამენტურად არღვევს ადამიანის უფლებებს და ახორციელებს ეთნოწმენდას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს დღე მნიშვნელოვანი დღეა თითოეული მოქალაქისთვის და განსაკუთრებით ჩვენი სამხედროებისთვის, რომლებმაც თავი გაწირეს ამ ომში და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ პრეცედენტითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საბოლოოდ და მშვიდობით აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"