"რაღაცაზე და ვიღაცაზე გასვლა უნდათ - სამიზნე სავარაუდოდ, ბოკერია და სააკაშვილია" - რას ამბობს ნინო ბურჯანაძე დავით გარეჯის საქმეზე?
"რაღაცაზე და ვიღაცაზე გასვლა უნდათ - სამიზნე სავარაუდოდ, ბოკერია და სააკაშვილია" - რას ამბობს ნინო ბურჯანაძე დავით გარეჯის საქმეზე?
"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების სამიზნე არის გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი და ზოგადად, წინა ხელისუფლება. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ „ზოგადად ამ თემის კონტექსტი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და უსინდისო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“.

"ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დაისჯება, არ დაისჯება, ციხეში იქნება, თუ არ იქნება, ეს ხელისუფლებისთვის სამიზნე და ამოცანა ვერ იქნებოდა. ფაქტია,
რომ რაღაცაზე და ვიღაცაზე გასვლა უნდათ. ამ სიტუაციაში ჩართული იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, უშიშროების საბჭო, პრეზიდენტი და პარლამენტი, როგორც კოლექტიური ორგანო. პარლამენტს, როგორც კოლექტიურ ორგანოს რამეს ალბათ, ვერ დააბრალებდნენ. საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი მათი სამიზნე არ არის. ალბათ, სავარაუდოდ, ბოკერია - სააკაშვილი და ზოგადად, წინა
ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება საზრდოობს მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ „რა ცუდია წინა ხელისუფლება". ანუ, ჩვენ რა კარგი ვართ და რა კარგ რამეებს ვაკეთებთო კი არა, ისინი იყვნენ ცუდებიო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არჩევნების წინ ეს იყო მთავარი სამიზნე",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"ინტერპრესიუსი"
ჟორა გაბრიჭიძე
22 იანვარი 2021 21:20
მე ჟორა გაბრიჭიძე ცამდე მართალი ვარ ამ საქმეში, მაგრამ სიამოვნებით ჩავჯდებოდი ციხეში რამდენიმე წელი თუ ამით დავით გარეჯს დავიბრუნებთ. ორი აზრი არ არის დანაშაულის განზრახვა იყო და საბუთიც ამ ორმა კაცმა შეადგინა, ახლა გასარკვევია ეს საბუთი თავისი ინიციატივით შეადგინეს თუ ვინმე დაეხმარა, ანუ ან ის ვიღაც უნდა ჩაჯდეს და ესენი. არჩევანი მათზეა.
სიმართლე.
22 იანვარი 2021 19:39
რაებს ბოდიალობს. ეს როგორ იყო, ამხელა თანამდებობაზე.
!!!
22 იანვარი 2021 19:37
არიქა! დაუდექი გვერდით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები