"არ ვიცი, რომელია სააკაშვილის გამარჯვება, მაგრამ მე მახსოვს მისი დაახლოებით 30 დამარცხება"
"არ ვიცი, რომელია სააკაშვილის გამარჯვება, მაგრამ მე მახსოვს მისი დაახლოებით 30 დამარცხება"
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე არ ვიცი, რომელია მისი პირველი გამარჯვება, რადგან ეს მეორედ დაასახელა, მაგრამ მე მახსოვს მისი პირველი, მეორე და დაახლოებით, 30 დამარცხება, როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე მედიის თავისუფლების მედიის სფეროში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, წარსულის პოლიტიკური ძალაა, რომელიც დღემდე ახორციელებს დესტრუქციას.

"ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, ის
პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის, ჭურვის ნამსხვრევები წარადგინა ევროსასამართლოში და სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე თავის დონეზე დამატკიცა ამ დავაში საკუთარი სიმართლე. ხოლო რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა გააკეთეს, არის ის, რომ მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოში რეზოლუციას,
სადაც საქართველო არის დადანაშაულებული ომის დაწყებაში. ეს არის განსხვავება ჩვენს შორის. კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება - გუშინ, როდესაც საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში, ჩვენი რეაქცია იყო და ჩვენი პოლიტიკური განაცხადი იყო, რომ საქართველომ გაიმარჯვა ამ დავაში, ხოლო მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის განცხადება იყო, რომ ეს არის მათი გამარჯვება, თან, მეორე გამარჯვება, ფაქტობრივად, ამ ადამიანებმა, თავის თავზე, სრულიად უტიფრად და სრულიად სიცრუეზე დაყრდნობით მიიწერეს ის გამარჯვება, რაც მთელ საქართველოს ეკუთვნის.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე არ ვიცი, რომელია მისი პირველი გამარჯვება, რადგან ეს მეორედ დაასახელა, მაგრამ მე მახსოვს მისი პირველი, მეორე და დაახლოებით, 30 დამარცხება როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე, მედიის თავისუფლების სფეროში, ისე თავისუფალი არჩევნების ჩატარების მხრივ და არაერთ არჩევნებში მას შემდეგ. ამიტომ აქ სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა რომ მათ მხარდამჭერებს რაღაც მიყიდონ, მომავლის იმედი, სინამდვილეში, "ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, არის წარსულის პოლიტიკური ძალა და როგორც ხედავთ, დღემდე ახორციელებენ დესტრუქციას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

"ინტერპრესნიუსი"

მიყვარხარ საქართველო ჩემო ოდაბადე
23 იანვარი 2021 12:09
ტუჩ მოკლე და კუდაგრძელი ნუ იქნებით ბატონებო
ნანა ჯალაღონია
23 იანვარი 2021 12:04
ჯობია საკუთარ თვალში დირე ამოივსო ,ვიდრე სხვის თვალში ბეწვი ეძიოთ.
სხვისი არ მოგწონთ, გასაგებია მე უბრალო ამომრჩეველი ვარ და ვეძებ ეგებ რამე სასიკეთო ვნახო თქვენ ნამოღვაწარ უკვე9 წლიან პერიოდში ,მაგრამ ვეღარ მოპოვების რა. და თალაკვაძე ცოტა უკეთესი მეგონა მაგრამ ვაი რომ ვაგლახ ფულის სკამის და ნაცარქექიობის მონა ყოფილა რომლის გონში მეხსიერების ბარათი წაშლილია.
ჯეინ
23 იანვარი 2021 10:46
ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვბა...არც ქოცის და არც ნაცის...
სიმართლემ გაიმარჯვა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები