მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, კახა კა­ლა­ძე, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, კახა კუ­ჭა­ვა, დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე - ვინ რა პოზიციაზე აირჩიეს "ქართული ოცნების" სამდივნოს შემადგენლობაში - კვირის პალიტრა

მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე, კახა კა­ლა­ძე, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, კახა კუ­ჭა­ვა, დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე - ვინ რა პოზიციაზე აირჩიეს "ქართული ოცნების" სამდივნოს შემადგენლობაში

პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის სამდივნოს შემადგენლობა დაამტკიცა. ცვლილება შეეხო აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას, რომელსაც ახლა მამუკა მდინარაძე იკავებს. კახა კალაძე კვლავ არის პარტიის გენერალური მდივანი, პოლიტიკურ მდივნად პოლიტსაბჭომ კვლავ აირჩია ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო მდივანი იქნება კახა კუჭავა, რეგიონალური მდივანი კი - დიმიტრი სამხარაძე.

"პარტიის რიგგარეშე მეექვსე ყრილობის შემდეგ, დღეს გაიმართა ყრილობის მიერ არჩეული პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელმაც აიჩია პარტიის სამდივნო. ასევე, ჩვენ საუბარი გვქონდა პარტიის საორგანიზაციო საკითხებზე და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც. შესაბამისად, გაგაცნობთ პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" სამდივნოს შემადგენლობას, გენერალური მდივანი უკვე იცით, რომ არის კახა კალაძე, პოლიტიკურ მდივნად პოლიტსაბჭომ კვლავ აირჩია ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო მდივანი იქნება კახა კუჭავა, რეგიონალური მდივანი იქნება დიმიტრი სამხარაძე, ხოლო, რაც შეეხება აღმასრულებელ მდივანს, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ვიქნები მე მამუკა მდინარაძე, მე შევუდგები ამ საქმიანობას.

პარტია დგას ახალი გამოწვევების წინაშე, მას ჰყავს ახალი ხელმძღვანელი, სამდივნოს შემადგენლობაში მცირე ცვლილებას ხედავთ. ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, გამოწვევებზე, პარტიის გაძლიერებაზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენი პარტია დგას ახალი გამოწვევის წინაშე და ჩვენ მას ერთიანი ძალისხმევით, პარტიული სტრუქტურების კიდევ უფრო გაძლიერებით ერთად შევძლებთ, დარწმუნებლი ვარ. მეტი ცვლილება, განსაკუთრებული არ იგეგმება, შევეცდებით, გავაძლიეროთ რეგიონალური მიმართულება, პარტიული სტრუქტურების განსაკუთრებული ცვლილება, არ იგეგმება,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო: