"სადმე გაქცევა რომ მდომოდა, 8 წლის განმავლობაში გავიქცეოდი" - კვირის პალიტრა

"სადმე გაქცევა რომ მდომოდა, 8 წლის განმავლობაში გავიქცეოდი"

მე რომ სადმე გაქცევა მდომებოდა 8 წლის განმავლობაში გავიქცეოდი ",- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. როგორ უგულავა აცხადებს, საზღვრის გადაკვეთა მან ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შეძლო. მისი სახელი და გვარი ბაზიდან არ ამოუღიათ, რაც "ჩვეულებრივი უთავბოლობაა".

"მეუბნებიან, რომ თურმე ტექნიკური შეცდომა იყო, თურმე პროკურატურას არ გაუგზავნია წერილი. მე როგორც მოქალაქეს, მომადგა ზიანი, როგორც მოქალაქემ დავხარჯე ფული, ვიყიდე ბილეთი. მოქალქეებს დაუგვიანეს რეისი, იმის გამო, რომ ჩემს ჩემოდანს უკნიდან მოათრევდა ნახევარი აეროპორტი. ესაც არის კლასიკური "ქოცობა". იმის მაგივრად, რომ ჩვენ გავხსნათ ცა, ადამიანებს მიმოსვლის, ლუკმაპურის და ამოსუნთქვის შესაძლებლობა მივცეთ, ვხედავთ, რომ ყველაფერი იკეტება. ამ დაკეტილშიც კი კანონიერი უფლებების რეალიზაციას ვერ ახდენს ადამიანი. მე რომ სადმე გაქცევა მდომებოდა 8 წლის განმავლობაში გავიქცეოდი, არც ამაშია საქმე. უბრალოდ ახლა მეუბნებიან, რომ ეს ჩვეულებრივი უთავბოლობაა, დაგვავიწყდა თქვენი გვარის ამოღება",-განაცხადა უგულავამ.

მან პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

"მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას. მეგობრებო, მაქვს თუ არა მე რაიმე შეზღუდვა საზღვრის გადაკვეთის, კანონიერი, სასამართლოს მიერ დადგენილი?! თქვით ან კი, ან არა ",-აცხადებს უგულავა.

"ინტერპრესნიუსი"