"განცხადებას, რომ ,"თვენახევარი არაფერი არ გექნებათ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა", ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან კავშირი არ აქვს" - კვირის პალიტრა

"განცხადებას, რომ ,"თვენახევარი არაფერი არ გექნებათ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა", ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან კავშირი არ აქვს"

არ არსებობს ქვეყანა, სადაც ადამიანებს ეუბნებიან, რომ "მე არ მაინტერესებს შენ შიმშილობ თუ არა, გკეტავ და მორჩა", - ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, განცხადებას, რომ ,"თვენახევარი არაფერი არ გექნებათ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა", ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან კავშირი არ აქვს.

"ვუერთდები ამ ძალიან ბუნებრივად გაბრაზებული მოქალაქეების თვითორგანიზებულ აქციას. ადამიანები ძალიან კარგად გრძნობენ, როდის არის გარკვეული შეზღუდვების აუცილებლობა და როდის არის ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ამ განცხადებას, რომ თვენახევარი არაფერი არ გექნებათ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა, არ აქვს კავშირი ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან.

მსოფლიოში არსებობს უამრავი საშუალება, მათ შორის ტესტირებით რეგულირება, ვაქცინაცია და ხელშეწყობა, რომ იმუშაოს იმ ნაწილმა, რომლისთვისაც ნაკლები პრობლემაა", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური პარტიების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

"ინტერპრესნიუსი"